ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

ნახვები: 384 ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

კერძოდ, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული „შეთანხმების“ ე.წ. კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა შეემოწმებინა. აპარატმა დაადგინა, რომ დე ფაქტო პარლამენტის მოთხოვნა ფორმით არ შეესაბამება საკონსტიტუციო იურისდიქციის შესახებ აფხაზეთის ე.წ. კოდექსს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ „შეთანხმებას“ მოსკოვში 2022 წლის იანვარში მოეწერა ხელი, თუმცა ის ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს მისი რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე არსებულ აგარაკზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის რუსეთისთვის გადაცემასაც საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა