კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი - სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ, ეს აღარ უნდა იყოს პრობლემა, რომელიც ბოლო 30 წელია, გვაწუხებს

ნახვები: 488 ლევან იოსელიანი - სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ, ეს აღარ უნდა იყოს პრობლემა, რომელიც ბოლო 30 წელია, გვაწუხებს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობა კვლავ გაგრძელდება და იმსჯელებენ საკითხებზე, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა არჩევას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაკომპლექტებას და ასე შემდეგ.

„სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა მაინც არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ. ეს აღარ უნდა იყოს პრობლემა, რომელიც ბოლო 30 წელია, გვაწუხებს. დღევანდელ შეხვედრაზე პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინეთ არასრულად, მაგრამ მაინც. სამუშაო ჯგუფში მუშაობა გაგრძელდება და იმ პრობლემურ საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა არჩევას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაკომპლექტებას, მოსამართლეების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავებას, სასამართლოების გადატვირთვას. მგონი, ცხადად გამოჩნდა, რომ როცა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენა იყო, როგორი პრობლემურია სისტემა, რომ ადამიანები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში განმწესებას არ იმსახურებენ, მათი ნაწილი სასამართლოში მაინც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენების დროს ვერანაირი ტესტი ვერ დააკმაყოფილეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა