მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უსამშობლოებს უტრიალდებათ ენა, ჩრდილი მიაყენონ მათ თავდადებას, თქვან, ჩვენს გმირ ვაჟკაცებს არ ჰქონდათ გააზრებული, რას აკეთებდნენ, რომ ჩვენმა გმირებმა ტყუილად იომეს-ნიკა მელია

ნახვები: 479 უსამშობლოებს უტრიალდებათ ენა, ჩრდილი მიაყენონ მათ თავდადებას, თქვან, ჩვენს გმირ ვაჟკაცებს არ ჰქონდათ გააზრებული, რას აკეთებდნენ, რომ ჩვენმა გმირებმა ტყუილად იომეს-ნიკა მელია

მათ სისხლი დაღვარეს და ასე დაიცვეს სამშობლო, უსამშობლოებს უტრიალდებათ ენა, რომ ჩრდილი მიაყენონ მათ თავდადებას, თქვან, რომ ჩვენს გმირ ვაჟკაცებს არ ჰქონდათ გააზრებული, რას აკეთებდნენ, რომ ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა ტყუილად იომეს, ტყუილად დაღვარეს სისხლი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა.

მელიას თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაიაზრონ დღეს არსებული საფრთხეები.

„ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაიმეტეს, რომ ბევრი სიცოცხლე გადაერჩინათ. დღეს, 14 წლის თავზე ომის შემდეგ, თუ არ ვივარგებთ, ჩავბარდებით ოკუპანტებს. თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი შეიძლება, იქცეს ამაოდ დაღვრილ სისხლად. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ საფრთხე, რასაც ებრძოდნენ ჩვენი ვაჟკაცები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, არის რეალური, როგორც არასდროს. რა არის გამოსავალი, რომ სუვერენიტეტი გადავარჩინოთ? ერთობა, მობილიზაცია და კონსოლიდაცია ეროვნული ინტერესების გარშემო. დაე, ამ ვაჟკაცების დაღვრილმა სისხლმა აადუღოს თითოეული ადამიანის ძარღვებში სისხლი. დღეს ეს საფრთხე უკვე ფაქტებით დასტურდება და უნდა ვმობილიზდეთ ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. წლევანდელი წელი განსხვავებულია პირველ რიგში იმით, თუ აქამდე ისინი ფუთავდნენ საკუთარ განზრახვებს და თავს წარმოაჩენდნენ, როგორც პატრიოტები, წელს უკვე ამის მცდელობაც აღარ აქვთ და ღია, ანტიეროვნული, ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევიან, ღიად ფეხქვეშ ეგებიან რუს ოკუპანტებს, ეს არის დასანანი, მაგრამ ეს არის რეალობა. ამ ყველაფერს პირველ რიგში თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ ეს რეალობა შევცვალოთ. არ მიკვირს, რომ დღეს აქ არ არიან, ეს ადამიანები გამოირჩევიან ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. მათი გეგმით, არც 7 აგვისტოს და არც 8 აგვისტოს აქ არავინ არ უნდა მოვიდეს ქედის მოსახრელად ჩვენი გმირი ბიჭების წინაშე. დიახაც, ეს არის ჩანაფიქრი, იდეოლოგიური ბრძოლა არის კრემლის მხრიდან წარმოებული და ერთ-ერთი კომპონენტი გულისმხობს, რომ გმირებს ჩრდილი მიაყენოს“, – განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა