ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პეტრე ცისკარიშვილი - რუსებმა ჩვენი საზღვარი 7 აგვისტოს გადმოლახეს, რუსული აგრესია 7 აგვისტოს დაიწყო და ამიტომ ჩვენს გმირ ბიჭებს 7 აგვისტოს მივაგებთ პატივს

ნახვები: 478 პეტრე ცისკარიშვილი - რუსებმა ჩვენი საზღვარი 7 აგვისტოს გადმოლახეს, რუსული აგრესია 7 აგვისტოს დაიწყო და ამიტომ ჩვენს გმირ ბიჭებს 7 აგვისტოს მივაგებთ პატივს

რუსებმა ჩვენი საზღვარი 7 აგვისტოს გადმოლახეს, რუსული აგრესია 7 აგვისტოს დაიწყო და ამიტომ ჩვენს გმირ ბიჭებს 7 აგვისტოს მივაგებთ პატივს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში 7 აგვისტოა დღე, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესია და გადმოკვეთა საზღვარი, ეს არის ისტორიული მოცემულობა.

„აქ განისვენებენ ჩვენი თაობის ვაჟკაცები, ჩვენი თაობის გმირი, ბიჭები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისთვის ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დადეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ, ასევე ჩვენი თაობის ვალია, ერთხელ და სამუდამოდ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოზე, გავაწევრიანოთ დიდ, ევროპულ ოჯახში და საბოლოოდ თავი დავუცვათ იმ ველური, გაბოროტებული მტრისგან, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ ჩვენს მეგობრებსაც მუდმივად უტევს და არ ასვენებს. სინამდვილეში რუსებმა ჩვენი საზღვარი 7 აგვისტოს გადმოლახეს, რუსული აგრესია 7 აგვისტოს დაიწყო და ამიტომ ჩვენს გმირ ბიჭებს 7 აგვისტოს მივაგებთ პატივს. ვიღაც თუ მიიჩნევს, რომ 8 აგვისტოს უნდა იყოს, თუ ელამაზება 08.08.08, უბრალოდ არასწორია , რადგან ომი 7 აგვისტოს დაიწყო. სინამდვილეში 7 აგვისტოა, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესია და გადმოკვეთა საზღვარი, ეს არის ისტორიული მოცემულობა, თუ ვიღაც ადრე სხვა თარიღზე აღნიშნავდა, უნდა გამოსწორდეს და უნდა იყოს 7 აგვისტო ისტორიული სამართლიანობისთვის“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა