ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი - 14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს

ნახვები: 455 შალვა პაპუაშვილი - 14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს

დღეს საქართველოს სახელმწიფო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 14 წელი გავიდა ამ ომიდან. ეს წლები არის, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულთა ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს.

„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2008 წელს საერთაშორისო რეაგირება არ ჰქონდა ამ ამბავს, 2014 წელს ვნახეთ რა მოხდა უკრაინაში, შემდეგ 2022 წელს. ეს არის ერთი, მთლიანი აგრესიის ნაწილი. მნიშვნელოვანია, ამ გადმოსახედიდან ვიცოდეთ, რამხელა რისკებია საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედა ჩვენმა სახელმწიფომ. მნიშვნელოვანია ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ აჩვენოს მზაობა ნატო-ს წევრობის და ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსესუსი, რომ საქართველო მზად არის, იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, გაკეთდა განაცხადა ევროკავშირის წევრობაზე. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად თანხმობაა, რომ საქართველოც იმსახურებდა, მიეღო კანდიდატის სტატუსი ახლავე. მთავარია ახლა ამ პირობების შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა