კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ტყემალაძე - ჩვენი გმირების სახელების უკვდასაყოფად, ჩვენს ქალაქში მომავალში ათამდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება

ნახვები: 718 გიორგი ტყემალაძე - ჩვენი გმირების სახელების უკვდასაყოფად, ჩვენს ქალაქში მომავალში ათამდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისში ათამდე ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭება.

როგორც ტყემალაძემ მუხათგვარდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, პროცესი მალე დასრულდება.

„დღევანდელი დღე არის ჩვენი უახლესი წარსულის დიდი ტრაგედია, თუმცა როგორც თითოეულ ქართველს ამ დღეს განსაკუთრებით გვეუფლება და ასოცირდება გმირობასთან, თავდადებასთან და ერთიანობასთან. დღეს ქედი მოვიხარეთ ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენ სიამაყის გრძნობა გვავსებს ამ ჩვენი გმირების ისტორით და ეს არის ნამდვილად ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ ქართველი არასდროს დათმობს დამოუკიდებლობას და ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გმირები, ამ ადამიანების მაგალითი არის ზუსტად ის, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი და ძლიერი. ჩვენი გმირების სახელების უკვდასაყოფად თბილისის საკრებულო თბილისში მიანიჭებს და განახორციელებს სახელდებას ჩვენი გმირების სახელზე. პროცესი დაწყებულია რამდენიმე წლის წინ და დღეს ვაგრძელებთ. კონკრეტულად დღევანდელი გადაწყვეტილებით, ათამდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება მომავალში ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა ტყემალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა