კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთს საერთოდ არ სურს დისკუსია, შეთანხმება, რუსეთის ერთადერთი გეგმა არის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია და ანექსია-სერგო ჩიხლაძე

ნახვები: 561 რუსეთს საერთოდ არ სურს დისკუსია, შეთანხმება, რუსეთის ერთადერთი გეგმა არის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია და ანექსია-სერგო ჩიხლაძე

რუსი ოკუპანტების წარმომადგენლების განცხადებებს საერთოდ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან კარასინი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც არის ტერორისტული სახელმწიფო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ჩიხალძის თქმით, გრიგორი კარასინი რას იტყვის, საინტერესო არ უნდა იყოს.

„სახელმწიფო, რომელიც არის ოკუპანტი და სახელმწიფო, რომლის კისერზეც არის მათ შორის ათი ათასობით ქართველის სიცოცხლე. ამიტომ, კარასინი რას იტყვის და როგორი იტყვის, სრული დეზინფორმაცია და რუსული სადეზინფორმაციო მანქანის ერთ-ერთი ჭანჭიკია. რუსეთს საერთოდ არ სურს დისკუსია, რუსეთს საერთოდ არ სურს არავისთან შეთანხმება. რუსეთის ერთადერთი გეგმა არის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რასაც ახორციელებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა