სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ნახვები: 648 რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, ნიკოპოლზე „გრადებით“ განხორციელებულ დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.

რუსეთის არმია ოლქის ოთხ რაიონს დაესხა თავს და იერიში 100-ზე მეტი რაკეტით მიიტანა. დაბომბვის შედეგად ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას მარინკის და პესკის მიმართულებით ახორციელებენ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის არმიის გენშტაბის შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის საარმიო ნაწილებმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია ბახმუტისა და ზაიცევოს მახლობლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ცე 300“-ის კომპლექსებით სარაკეტო იერიში განახორციელეს კრამატორსკის კერძო დასახლებებზე. სამხრეთ საზღვრებზე უკრაინის არმიამ შეუტია რუსეთის ჯარების სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებს. უკრაინის არმიამ სამხედრო ვერტმფრენები, ბომბდამშენები და არტილერია გამოიყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა