Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას ფედერალური ბიუროს აგენტები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ

ნახვები: 550 „ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას ფედერალური ბიუროს აგენტები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ

დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკის დროს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ, – „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ამის შესახებ გამოცემას ანონიმურმა წყარომ აცნობა.

ჯერ უცნობია, მიაკვლიეს თუ არა აღნიშნულ დოკუმენტებს აგენტებმა ჩხრეკის შედეგად.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ორდერის გასაჯაროებას ერთ კვირაში აპირებს. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება უფრო მეტს შეიტყობს იმის შესახებ, თუ რას ეძებდნენ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლში და რა ნივთები ამოიღეს.

ჯერ უცნობია, გააპროტესტებენ თუ არა ტრამპის ადვოკატები ორდერის გასაჯაროების გადაწყვეტილებას.

საქმე ეხება ტრამპის მიერ თეთრი სახლიდან გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის უკანონო გატანას. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერის გაცემა მან დაამტკიცა. თავად ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა