ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე - ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია "ქართული ოცნების" მხრიდან გაყინულია

ნახვები: 265 გიორგი ვაშაძე - ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია "ქართული ოცნების" მხრიდან გაყინულია

ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია "ქართული ოცნების" მხრიდან გაყინულია,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ბოლო 9 წლის განმავლობაში ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

"ჩათვალეთ, რომ ეს განცხადება საგანგებოა - ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია "ქართული ოცნების" მხრიდან გაყინულია! არაფერი კეთდება განსაკუთრებული იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ნატო-ში ინტეგრაცია. უბრალოდ, ფორმალურად ხდება შესრულება მოჩვენებითი ვალდებულებების, ვითომ ნატოს-კენ მივდივართ. რეალურად, ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას". რატომ? - არ ვიცი. ეშინიათ რუსეთის? ეშინიათ რამე სხვის? ან უბრალოდ მიზანმიმართულად აკეთებენ? - არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩვენ იოტისოდენა ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ბოლო 9 წლის მანძილზე. ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია "ქართული ოცნების" მხრიდან", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.­ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა