კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პასუხისმგებლიანი, ეროვნული მთავრობა, დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეს 12 პუნქტის შესასრულებლად-ნიკა მელია

ნახვები: 561 პასუხისმგებლიანი, ეროვნული მთავრობა, დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეს 12 პუნქტის შესასრულებლად-ნიკა მელია

ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა საქართველოს არ უსპობს ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე. მიუხედავად ამისა, ევროპა არ გვიწურავს იმედს, არ გვისპობს ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას და მოგვიწოდებს 12 ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც გვაქცევს ევროპის ნაწილად, მაგრამ უსამშობლოების პარტია არ აპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას, რაც დასტურდება ამ პერიოდში რუსული ოცნების მიერ განხორციელებული ქმედებებით და უმოქმედობით. პასუხისმგებლიანი, ეროვნული მთავრობა, დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეს, მუხლჩაუხრელად შრომობდეს ამ მოთხოვნების შესასრულებლად. ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს კი არ უნდა ლანძღავდეს, მათ დამატებით რეკომენდაციებს, რჩევებს სთხოვდეს და ასრულებდეს.

ბოიკოტს კი არ უნდა აცხადებდეს და ზღვაზე გასარუჯად კი არ უნდა გარბოდნენ, ოპოზიციის დაინიცირებულ საპარლამენტო სხდომებს უნდა ესწრებოდნენ. კრიტიკული ტელეარხების ჟურნალისტებს კი არ უნდა ესხმოდნენ თავს და აგინებდნენ, მათ ეთერებში მოდიოდნენ და დებატებს მართავდნენ ჩვენთან, ოპოზიციასთან. ეროვნული თანხმობა უნდა იყოს მათი მიზანი და არა განხეთქილება, თუმცა რას ვთხოვთ მათ, ვინც უკვე უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე – აახდინოს რუსული ოცნება საქართველოში. რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია, არც აქ – საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა“, – განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა