კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დატოვონ მანდატები, საზოგადოება გადაწყვეტს შემდგომ კონფიგურაციას-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 535 დატოვონ მანდატები, საზოგადოება გადაწყვეტს შემდგომ კონფიგურაციას-ანრი ოხანაშვილი

ამ ადამიანების სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ცალსახაა. როგორც მითხრეს, მელია ბრიფინგზე რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით. როგორც ჩანს, ბელადისგან მიიღო ეს დავალება. ეს ადამიანები იმ პარლამენტში შემოვიდნენ, სადაც „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი, მათი გაგებით რუსული ოცნება და თუ ასე უყურებენ ამ საკითხს, მაშინ რას საქმიანობენ ამ პარლამენტში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვასთან.

„დაიწყონ დაუმორჩილებლობაც და ასე შემდეგ, ყველაფერს ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია. რაც შეეხება ამ დაზეპირებული ფრაზებით საუბარს, ეს არის პოლიტიკური პლაგიატი. მელიას პარტიას ჰქვია სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტია, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვასთან. ეს არის პოლიტიკური პლაგიატი, როდესაც მათზე ორგანულად მორგებულ სახელწოდებას, ჩვენთან მიმართებაში ამბობენ. ამიტომ, თავი დაანებონ პოლიტიკურ პლაგიატს. თუ მათთვის ასეთი მიუღებელია ჩვენთან პარლამენტში ყოფნა, დატოვონ პარლამენტი, გავიდნენ. ხომ გახსოვთ, პუფებად მოიხსენიებდნენ ერთმანეთს, თუ ვინმე შემოვიდოდა, ჩამოყალიბდნენ ახლა, პოლიტიკური პუფები არიან, თუ არ არიან, სად არიან? რა პარლამენტში საქმიანობენ, მაშინ დატოვონ იყვნენ თანმიმდევრულები, დატოვონ მანდატები. ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს პოლიტიკურად, საკანონმდებლო დონეზე შემდგომ კონფიგურაციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, ​ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს უფლება, აქცია კანონის ფარგლებში გამართოს.

„ჩვენ გვინახავს ამ ადამიანების დაანონსებული პოლიტიკური აქციები და შემდგომ გვინახავს კონკრეტული შედეგები, დაანონსონ რაც სურთ, კანონის ფარგლებში მათ აქვთ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება. კანონის მიღმა მოქმედების სივრცეზე, კანონი ითვალისწინებს სამართლებრივ რეაგირებას, მათ აქვთ არჩევანის სრული უფლება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან სტრატეგიული დაახლოების პოლიტიკას.

„ჩვენ ვემზადებით კონკრეტული ნაბიჯებით კონკრეტული ცვლილებების განსახორციელებლად. შესაძლებელია, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ვითარებაში, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოსთან მიმართებაში იყოს გარკვეული შენიშვნები და ჩვენ შენიშვნებს ვიღებთ გამოწვევად და ამ გამოწვევებთან მიმართებით მზად ვართ, დავძლიოთ ყველა ის მიმართულება, სადაც გვაქვს სამუშაო. ფაქტია, რომ არის პროგრესი უამრავი მიმართულებით და შესაბამისად, ჩვენ ამ შენიშვნების, გამოწვევების დაძლევაზე, ჯერ კიდევ ამ 12 პუნქტის ფარგლებში ვმუშაობთ და შემდგომშიც ვიმუშავებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც შემდგომში დაგვაახლოებს მაქსიმალურად ევროკავშირთან. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რა ცვლილებებიც ჩვენ მაქსიმალურად დაგვაახლოებს ევროკავშირის სტრუქტურებთან. არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის, როდესაც საუბარია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი, რომელიც ჩვენ კანონად ვაქციეთ და პრეზიდენტმა დაადო ვეტო, სრულად შეესაბამება სტრასბურგის, ევროპულ მიდგომას. ამიტომ, პრეზიდენტის ვეტოში თქვენ ვერსად ნახავთ ერთ ქეისსაც კი, რომელიც სტრასბურგის რომელიმე მიდგომას ეწინააღმდეგება. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ ხოლმე ერთმანეთთან შენიშვნები, კრიტიკა. ჯანსაღი კრიტიკა არის დემოკრატიის მონაპოვარი. ჩვენ ნებისმიერ შენიშვნას, მოსაზრებას ვისმენთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა