კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასამართლომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საია-ს საჩივარი არ დააკმააყოფილა

ნახვები: 652 სასამართლომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საია-ს საჩივარი არ დააკმააყოფილა

სასამართლომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი არ დააკმააყოფილა. ცესკოს გადაწყვეტილებით, 1-ელ ოქტომბერს სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით სამ საარჩევნო უბანზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება საია-მ გაასაჩივრა, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნები მთელ ოლქში უნდა ჩატარდეს.

ცესკოს განცხადებით, შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება - ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა. 

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ, რამდენიმეთვიანი კამათის შემდეგ, 2022 წლის 23 თებერვალს 17 ხმით გიორგი გახარიას თანაგუნდელი ირაკლი ქარჩავა აირჩიეს. კენჭისყრაში ქართული ოცნების წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 

საკრებულოს წევრის ასარჩევად სენაკში არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა