ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შესაძლოა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მოსმენა გაიმართოს

ნახვები: 401 ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შესაძლოა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მოსმენა გაიმართოს

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შესაძლოა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს.

საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა დასვა.

„ვფიქრობ, კომიტეტმა უახლოეს მომავალში უნდა ჩანიშნოს მოსმენა, რაც შეეხება ნინოწმინდის პასნიონატში შექმნილ ვითარებას და ზოგადად, ამ მიმართულებით რა ვითარება გვაქვს. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კარგი იქნებოდა კომიტეტის სპეციალური სხდომა მოგვეწვია, რომ ამ საკითხში ძალიან საფუძვლიანად ჩაგვეხედა, ყველა ასპექტი შეგვესწავლა კომიტეტის სხდომის ფარგლებში. თუ გნებავთ ოფიციალურად შემიძლია მოგმართოთ წერილობითი წინადადებით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის წინადადებას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ კომიტეტის წევრები მზაობას გამოთქვამენ, საკითხზე მსჯელობის გამართვა იქნება შესაძლებელი.

„ნინოწმინდის საკითხში პირველივე დღიდან განათლების და მეცნიერების სამინისტრო, კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ბექა დავითულიანი აქტიურად არიან ჩართულები. ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და გავაკეთოთ ეს მოსმენა, თუ კომიტეტის წევრებიც თანახმა იქნებიან. ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა, კომიტეტი ამ საკითხებში თავიდან ბოლომდეა ჩართული", - განაცხადა ამილახვარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა