ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თენგიზ ცერცვაძე - ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს

ნახვები: 188 თენგიზ ცერცვაძე - ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს

უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, საზოგადოებას საქართველოში არსებულმა კარგმა ეპიდისტუაციამ „დათვური სამსახური" გაუწია.

„საქართველო და ქართველის ხალხის ბუნებაა ასეთი. ჩვენ ვგავართ უფრო იტალიელებს, ვიდრე შვედებს ან გერმანელებს, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ რეგულაციებს, ასევე ჩვენი ტრადიციებია ხალხმრავალი შეკრებები. უჭირს მოსახლეობას ამის გათავისება, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ ხდება უკვე საჭირო მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. გარკვეული „დათვური სამსახური" გაგვიწია იმ ძალიან კარგმა მდგომარეობამ, რომელსაც დიდხანს ინარჩუნებდა საქართველო. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ყველაფერმა ჩაიარა და რომც არ დაიცვან რეგულაციები, ქვეყანაში იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ არაფერი მოხდება. ამ ცრურწმენისგან უნდა გავთავისფულდეთ. უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს", - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციები რთული შესასრულებელი არ არის.

„მოქალაქეების მხრიდან არის ერთადერთი რამ გასაკეთებელი - შეასრულონ რეგულაციები უფრო ზედმიწევნით და უფრო მკაცრად. ეს რეგულაციებია: ნიღბის ტარება დახურულ სივრცეებში, სოციალური დისტანცირება და რაც მთავარია, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და სანიტაიზერების გამოყენება. ეს რეგულაციები არ არის ძნელი შესასრულებელი. საერთოდ, ყველა რეგულაცია არასასიამოვნო შესასრულებელია, მაგრამ ეს რეგულაციები მინიმალურ დისკომფორტს ქმნის", - განაცხადა ცერცვაძემ.

IPN.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა