თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ოთარ შამუგია - თხილი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, მაღალი ხარისხის პროდუქცია კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

ნახვები: 554 ოთარ შამუგია - თხილი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, მაღალი ხარისხის პროდუქცია კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერეს და მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.

„ჩვენი ქვეყნისთვის თხილი ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს დარგი უკვე წლებია, მავნებელთან ბრძოლის გამოწვევის წინაშე დგას. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, სახელმწიფო, ჩვენი ფერმერები, ფერმერთა ასოციაცია, ერთობლივად ვახორციელებთ მასშტაბურ ღონისძიებებს, რისთვისაც უკვე მრავალი წელია, მობილიზებული გვაქვს ძალიან დიდი ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი. გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება. მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია არის კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ აუცილებლად გავალთ უკეთეს შედეგზე. მეთხილე ფერმერები გაცილებით ორგანიზებულები არიან, გაცილებით უკეთესი ბაღები გვაქვს, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ეს წინსვლა უნდა გაგრძელდეს, რის შედეგად გვექნება კარგი ხარისხის მოსავალი, რაც აისახება ფასზე და ჩვენი ფერმერების შემოსავლებზე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღი ფერმერმა ნიკოლოზ გობრონიძემ 20 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10 500 ლარია; ფერმერმა 50 000-ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.

სოფელ ნატანებში მინისტრთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იმყოფებოდნენ.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მათ შორის, კაკლოვნები 8,455 ჰექტარზე; სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება გურიის რეგიონს, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები 500 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, მათ შორის თხილი 68 ჰექტარზე. სახელმწიფო თანადაფინანსება შვიდ მილიონ ლარს აჭარბებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა