კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ჩვენ მოვუწოდებთ ინკლუზიურობისკენ პარლამენტში მუშაობისას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ჩართულობისკენ​

ნახვები: 495 ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ჩვენ მოვუწოდებთ ინკლუზიურობისკენ პარლამენტში მუშაობისას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ჩართულობისკენ​

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. პარლამენტში განვიხილეთ რეფორმების პროცესი, კერძოდ, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის სხვა ასპექტები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟულიენ კრამპსმა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაცია ჩაერთვება და თვალყურს მიადევნებს პროცესს პარლამენტში, გააგრძელებს მაღალ დონეზე შეხვედრებს ყველა მხარესთან, როგორც მმართველ პარტიასთან და ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„ჩვენი გზავნილია, რომ პარლამენტში მუშაობისას, პროცესთან დაკავშირებით მოვუწოდებთ ინკლუზიურობისკენ, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ჩართულობისკენ და შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ჩვენ მივყვებით ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმდა და ის ფორმალურად ორი დღის წინ დამტკიცდა. ამ დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე მივყვებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე დავეყრდენით წინადადებებს ამ ორგანიზაციებიდან, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიისგან, რათა უზრუნველგვეყო შემდგომი მხარდაჭერა და მათ შემოგვთავაზეს, გადაგვეხედა კანონპროექტის ამ ყველა მნიშვნელოვან ასპექტებზე და ჩვენ მოვუწოდებთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობები.

ყველა ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იმ სამუშაოსთვის, რომელიც ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებს წარმოადგენს. ევროკავშირის დელეგაცია ჩაერთვება და თვალყურს მიადევნებს პროცესს პარლამენტში, გავაგრძელებთ მაღალ დონეზე შეხვედრებს ყველა მხარესთან, მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, სხვა მხარეებთან, როგორებიც არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამ პროცესზე მეტ კომენტარს დღეს ვეღარ გავაკეთებ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა