კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა დატოვა - მიუღებელია იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც ჩემს კოლეგებს არ უშვებენ

ნახვები: 536 ნიკა სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა დატოვა - მიუღებელია იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც ჩემს კოლეგებს არ უშვებენ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, „სამართლიანი არჩევნები“ არ მიიწვიონ საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში, არის მიუღებელი.

მისივე თქმით, მიუღებელი და დაუშვებელია, რომ ნებისმიერი პარტია, ვინც არ უნდა იყოს, ერეოდეს სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში უხეში ფორმით და ცდილობდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავლენა მოახდინოს.

„პლატფორმის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საია-ს და „სამართლიანი არჩევნების“ ამ ჯგუფში წარმოდგენასთან დაკავშირებით და მმართველი გუნდი ამ ყველაფერს უბრალოდ არ ეთანხმება. არ სურს იხილოს ამ ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისა. შეხვედრაზე მოვისმინეთ, რომ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს გაკეთებული განცხადება, რომლის გამოც, არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ვიტყოდი, რომ ეს არის ცალსახად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება.

ისფედ-მა გამოხატა თავისი სურვილი, მონაწილეობა მიეღო აიამ პროცესში და ეს მიუთითებდა, რომ ის მზად იყო თანამშრომლობისთვის, მათ შორის როგორც სახელისუფლებო, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ვფიქრობ, ასეთი უხეში ჩარევა სამოქალქო სექტორის საქმიანობაში, ასეთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება არსებითად ზიანს აყენებს იმ პროცესს, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. ეს არის პირდაპირ უგულებელყოფა ევროკავშირის რეკომენდაციების. ორგანიზაციას, რომელსაც ენდობა ევროკავშირი, უნდობლობას, რომ უცხადებს მმართველი გუნდი და თიშავს პროცესებიდან, ეს არსებითად აზიანებს პროცესს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისივე თქმით, მან დატოვა ჯგუფის შეხვედრა, რადგან მიუღებელი იყო იქ ყოფნა.

„ჩემთვის მიუღებელი იყო იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც ჩემს კოლეგებს არ მიესალმებიან და არ უშვებენ. ვერ ვიტყვით, რომ ბოიკოტს ვაცხადებთ, უბრალოდ ვერ ვიქნებით იმ შეხვედრაზე, სადაც ჩემი კოლეგები არ იქნებიან. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ დაზიანდეს, თუმცა მეორე მხრივ, დაუშვებელია, აქ არ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, მე დავტოვე შეხვედრა, მე დამატებით კონსულტაციებს ასევე გავაგრძელებ ჩვენს კოლეგებთან და ამის შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯებს. ჩვენი ორგანიზაციისთვის მიუღებელია, ვიყოთ იმ შეხვედრაზე და შემდგომ გავაგრძელოთ იმ შეხვედრებზე მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს ან ვინმეს არ ელაპარაკება“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა