კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ერდოღანი ლვივში ჩავიდა და ზელენსკისა და გუტიერეშთან ერთად მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა

ნახვები: 473 ერდოღანი ლვივში ჩავიდა და ზელენსკისა და გუტიერეშთან ერთად მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი დელეგაცია უკრაინის ქალაქ ლვივში ჩავიდნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეშიც.

გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი უკრაინელ კოლეგას ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა და მასთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„შეხვედრისას მოხდა ხედვების ორმხრივი გაცვლა რეგიონში არსებულ თავდაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

ეს ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ერდოღანის პირველი ვიზიტია. თურქეთის პრეზიდენტი ლვივში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია.

უკრაინული მედიის ცნობით, გარდა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებისა, ერდოღანმა ზელენსკისთან ასევე განიხილა თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა.

დღეს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ლვივში ჩავიდა. თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანი გეგმავს, ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზოს.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერდოღანი აპირებს უკრაინის პრეზიდენტთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბროს. ამასთან, ის მზადაა, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლაშიც მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება, ასევე, დონეცკის მახლობლად, სოფელ იელენოვკაში უკრაინული სამხედრო ტყვეების საპატიმროს დაბომბვა.

უკრაინის ქალაქ ლვივში დღეს, 18 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ლვივში გუშინ, 17 აგვისტოს ჩავიდა. ლვივის შემდეგ ანტონიო გუტიერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ პორტს მოინახულებს. 

 

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა