საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

გაერო-ს გენერალური მდივანი​ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია

ნახვები: 563 გაერო-ს გენერალური მდივანი​ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია. ანტონიო გუტერეშმა ეს განცხადება ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული.

„არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უახლოეს ხანში გეგმავენ ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკების გათიშვას და მათ გამორთვას უკრაინის ენერგოსისტემიდან. ცალსახაა, რომ ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკრაინულია. ის სჭირდება ხალხს, განსაკუთრებით ზამთარში. ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ოდესაში ვიზიტის დროს გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა და შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის გატანის მიზნით გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, რომ უკრაინულ ხორბალთან წვდომა უზრუნველყოფილი იყოს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა