ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნათია მეზვრიშვილი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ

ნახვები: 210 ნათია მეზვრიშვილი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ

კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ოდენობის მიუხედავად, სიტუაცია სრულად კონტროლდება და მართვადია, ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მკაცრ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ აპირებს.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მკაცრ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღურდვები რეგიონებში შეიძლება იყოს და ეს ბუნებრივია, კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონშიც ეს წერტილოვანი შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, თითოეულმა მოქალაქემ რეგიონსა თუ ქალაქში, ზედმიწევნით დაიცვას წესები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა მას შემდეგ რაც ეკონომიკური შეზღუდვები შევამსუბუქეთ. ბუნებრივია, ის ყველაფერი რაც ხდება,შემთხვევების მატება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს წესების დაცვისკენ.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ წესების დაცვისკენ, ეკონომიკის შეზღუდვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს და ამაზე თამამად ვსაუბრობთ. ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და პირბადე ატაროს არამხოლოდ შენობაში, არამედ მის გარეთაც, სადაც ადამიანები ახლოს არიან ერთმანეთთან", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა