ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სახალხო დამცველი საპატრიარქოს მიმართავს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში „საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს“

ნახვები: 304 სახალხო დამცველი საპატრიარქოს მიმართავს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში „საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს“

თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვები ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშ არიან.

„როდესაც ჩვენ დაწესებულებებში მონიტორინგს ვახორციელებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან დირექტორს. შესაბამისად, როცა ჩვენ დაუგეგმავად განვახორციელებთ ამ მონიტორინგს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმედი მაქვს, ამას ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა, მათაც გავესაუბრებით. ასევე, თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ.

მე ყველა კონფესიის წარმომომადგენელს ვხვდებით და მითუმეტეს, ამ ვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა ჩემი მხრიდან არ იქნება. მე კიდევ ერთხელ, პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიარქოს, რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. იმედი მაქვს ამაზე დადებით პასუხს მივიღებ.

ეს იქნება პოზიტიური პირველ რიგში ბავშვებისთვის. ბავშვები ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშ არიან, ამიტომ, მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა", - აღნიშნავს ლომჯარია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა