ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ლევან დავითაშვილი - გაზრდილი ექსპორტი და აღდგენილი ტურიზმი არის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს

ნახვები: 560 ლევან დავითაშვილი - გაზრდილი ექსპორტი და აღდგენილი ტურიზმი არის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ფაქტორებზე, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში, ეს გაზრდილ ექსპორტსა და აღდგენილ ტურიზმს უკავშირდება.

„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლებიც დღეს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. პირველ რიგში, ეს არის გაზრდილი ექსპორტი, ინვესტიციები და აღდგენილი ტურიზმი. ეს იყო ორი ფაქტორი, რომელიც წლის დასაწყისში განაპირობებდა ეკონომიკური ზრდის შემდგომ მიმდინარეობას, რამდენად სასიკეთო იქნებოდა ტენდენცია, რამდენად გაგრძელდებოდა ტენდენცია, რომელიც გვქონდა. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ზრდა 2021 წელს. ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10 პროცენტზე მაღალი. შეინარჩუნო მიმდინარე მონაცემები, ეს საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, მაგრამ აუცილებელი ამოცანა, რომელსაც მთავრობა ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როგორიც გვაქვს დღეს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზრდილი ინფლაციური წნეხი, რომელიც, რა თქმა უნდა, ართულებს მთავრობის გადაწყვეტილებებს, გვჭირდება დავაბალანსოთ ეკონომიკური ზრდა ისე, რომ არ გვქონდეს ძალიან მაღალი ინფლაცია და მოხდეს ინფლაციის ეტაპობრივად შემცირება, კონტროლში დაბრუნება.

ვფიქრობ, ეს ხორციელდება იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამს, ერთი მხრივ, მთავრობა, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი. თქვენ ნახეთ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებები საკმაოდ თანხვედრაშია. იცით, რომ 60%-ზე მეტით არის გაზრდილი ექსპორტი, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საკმაოდ მაღალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. პირველი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ოთხჯერ მაღალი იყო და ნახევარ მილიარდ დოლარს გადასცდა. აქაც მინდა, აღვნიშნო, რომ ძირითადი ქვეყნები იყო ევროკავშირი, აშშ და შემდგომ მოდიოდა უკვე რეგიონის ქვეყნები, თურქეთი და ასე შემდეგ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, რაც საკმაოდ დივერსიფიცირებული, მყარია და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს.

ჩვენ ახალი ტურისტული ნაკადების მიღება შევძელით. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ სრულად ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან აღდგენა, მათ შორის ხშირად საუბარია რუსეთზე. თუ ნახავთ, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, შემცირებულია ტურისტების ნაკადი რუსეთიდან. შესაბამისად, აღქმები რეალობასთან კავშირში არ არის. 2019 წლის მონაცემებთან ახლოსაც კი არ არის იგივე აზერბაიჯანიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში შემოდის. მაშინ, როდესაც მთელი რიგი ახალი მიმართულებებიდან ჩვენ მივიღეთ მაღალი მსყიდველობითი უნარის ტურისტები და ამ მიმართულებით სამინისტრო აგრძელებს მუშაობას. მაგალითად, უფრო შორეული ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე, მათ შორის დამატებით ჩარტერებზე და ასე შემდეგ, როგორიცაა, სპარსეთის ყურე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომელიც პირველი პრიორიტეტია ჩვენი ალტერნატიული ტურისტული ბაზრების. ასევე, უფრო შორს, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორებია, რომლებიც დღეს ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა