ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დავით სერგეენკო - არის ლოგიკა კითხვაში, რომ თუ 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა

ნახვები: 392 დავით სერგეენკო - არის ლოგიკა კითხვაში, რომ თუ 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა

არის ლოგიკა კითხვაში და ამ კითხვას ვერ გავექცევით, რომ თუკი 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა - ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც არ მაქვს პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, რაც გახარიას მიმართ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ - მინისტრის მოულოდნელმა გადადგომამ პოლიტიკაში რყევა გამოიწვია, ამიტომ მან უნდა განმარტოს, რა მოხდა რეალურად.

„გიორგი გახარიას ნაბიჯმა, რომელიც მან თებერვალში გადადგა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გარკვეული რყევები გამოიწვია. რყევაა, როცა მმართველი ძალის ფაქტობრივად #1 ოპოზიციაში დემარშით გადადის და ამას დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს. ჯერჯერობით გახარიას მიმართ ბევრად მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი. მას აქვს საშუალება, მოკლე პერიოდში მინიმუმ ორ თემაზე გააკეთოს დეტალური განმარტება: რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. ასევე, უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა, იმ შემთხვევაში თუკი ამომრჩევლის მხარდაჭერას მიიღებს, რა გეგმით აპირებს სიარულს. ამ კითხვებზე პასუხის არგაცემა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს. ასეთ შემთხვევაში, მის პოლიტიკურ მომავალს ვერ დავინახავდი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა