ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დონალდ ტრამპმა სასამართლოს მიმართა, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან მისი სახლიდან ამოღებული მასალების გაცნობა

ნახვები: 392 დონალდ ტრამპმა სასამართლოს მიმართა, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან მისი სახლიდან ამოღებული მასალების გაცნობა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან მისი სახლიდან ამოღებული მასალების გაცნობა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპმა ორშაბათს სთხოვა ფედერალურ სასამართლოს, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან იმ მასალების განხილვა, რომელიც ბიურომ ორი კვირის წინ მისი ფლორიდის სახლიდან ამოიღო, სანამ არ დაინიშნება სპეციალური ექსპერტი, რომელიც განხილვას გააკონტროლებს.

ტრამპი სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობით, რომელიც შეტანილ იქნა ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში, ასევე მოითხოვს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიაწოდოს მას ქონების უფრო დეტალური ჩამონათვალი, რომელშიც აღწერილია ის ნივთები, რომლებიც ფედერალურმა ბიურომ ამოიღო მისი სახლიდან 8 აგვისტოს და სთხოვა გამომძიებლებს, დაუბრუნონ მას ის ნივთები, რომლებიც არ შედის ჩხრეკის ორდერში.

„არ შეიძლება, პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს მართლმსაჯულების აღსრულებაზე. სამართალდამცველი ორგანო არის ფარი, რომელიც იცავს ამერიკელებს. ის არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას იარაღად პოლიტიკური მიზნებისთვის“, – ნათქვამია სასამართლოსადმი ტრამპის მიმართვაში.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სასამართლოსგან მასალების გასაცნობად ნეიტრალური ექსპერტის დანიშვნა მოითხოვა. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის საკუთრებიდან ამოღებული დოკუმენტები დაკავშირებულია მის ყოფილ თანამდებობასთან და ამიტომ განხილულ უნდა იყოს ნეიტრალური რეცენზენტის მიერ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა