სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

კახა კალაძე - ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე მხატვრებისთვის, ხალხისთვის, ვინც ამ სივრცეს იყენებს, მოეწყობა შესაბამისი ადგილები, რათა საქმიანობა კომფორტულად გააგრძელონ

ნახვები: 373 კახა კალაძე - ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე მხატვრებისთვის, ხალხისთვის, ვინც ამ სივრცეს იყენებს, მოეწყობა შესაბამისი ადგილები, რათა საქმიანობა კომფორტულად გააგრძელონ

თბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე სამუშაოები დავიწყეთ. გვინდა, ამ კონკრეტული სივრცის მთლიანად განახლება. ეს არის დედაენის ბაღის ქვედა ტერიტორია, იუსტიციის სახლთან ახლო, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო. შესაბამისად, 9 მარტისა და დედაენის ბაღების განახლების შემდეგ, ამ სივრცის დატოვება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ტერიტორიის მთლიანად განახლება-მოწესრიგება. მხატვრებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ამ სივრცეს იყენებს, მოეწყობა შესაბამისი ადგილები, რათა თავიანთი საქმიანობა კომფორტულად გააგრძელონ. სამუშაოების ხანგრძლივობა დაახლოებით ხუთი თვე იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა