Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველ დღე მხოლოდ გაძლიერდება

ნახვები: 538 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველ დღე მხოლოდ გაძლიერდება

თითქმის ღამეა, მთავრდება ჩვენი მთავარი დღე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა არ მთავრდება და არასოდეს დასრულდება, იქნება ჩვენი 32-ე დამოუკიდებლობის დღე, და 33-ე და ყველა შემდგომი, რამდენ ხანსაც გაგრძელდება სიცოცხლე დედამიწაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უკრაინა – სამუდამოდ! და ყოველ დღე მხოლოდ გაძლიერდება და ეს აბსოლუტურად ყველას ესმის მსოფლიოში – გაერო-ს უშიშროების საბჭოდან დაწყებული ყველა დედაქალაქით, გამონაკლისის გარეშე.

ამიტომ, ჩვენ არ ვუხვევთ ჩვენს გზას, ვიბრძვით. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. ვზრუნავთ ჩვენს სახელმწიფოზე, ვინარჩუნებთ ერთიანობას – იგივე ერთიანობას, როგორც დღეს, როგორც ყოველ დღე ამ ექვსი თვის განმავლობაში. ვერც ერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს. არ არსებობს ისეთი ბომბები, რომლებსაც შეუძლიათ, წაშალონ თავისუფლება და არასდროს იარსებებს ისეთი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ, გატეხონ იმ ხალხის ნება, რომელსაც საკუთარი თავის სჯერა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა დნეპროპეტროვსკ​ში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 22ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი.

„რკინიგზის სადგურზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ ოკუპანტებს პასუხის გაცემას ყველაფერზე, რაც გააკეთეს და ოკუპანტებს აუცილებლად განვდევნით ჩვენი მიწიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა