ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რატი იონათამიშვილი - საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო

ნახვები: 418 რატი იონათამიშვილი - საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო

საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრების, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის დღევანდელ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც აშშ-ის ელჩის, კელი დგენანის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.

იონათამიშვილის განცხადებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ მხოლოდ 41-ე დღეს განაცხადეს, მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ფალსიფიკაციას მიაგნო და ამის შესახებ საზოგადოებას არგუმენტები წარუდგინა.

„ამის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებული იყო, ამ შეცდომაზე ესაუბრა, რომელიც გარკვეული გარემოებების შემდეგ საეჭვო გახდა, რომ ეს იყო შეგნებული და არა – მექანიკური. რაც შეეხება ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას, მათ წერილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა