კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი მსხილაძე - უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის ზღვარი არ უნდა დაიკარგოს, ამიტომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო, იმედია, უმრავლესობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს კარგად გაეცნობა

ნახვები: 560 გიორგი მსხილაძე - უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის ზღვარი არ უნდა დაიკარგოს, ამიტომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო, იმედია, უმრავლესობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს კარგად გაეცნობა

ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ის, რომ უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის ზღვარი არ უნდა დაიკარგოს, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება სწორედ ამიტომ გამოიყენა, დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს კარგად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და კანონს ვეტო დაადო, დაასაბუთა, რომ პირველ რიგში ვეტო პოლიტიკური მოტივებით იყო გამოყენებული.

„პოლიტიკური ვეტო იმას არ ნიშნავს, რომ ვეტოს დადების სურვილი გვქონდა. ვეტოში სწორედ ის იგულისხმებოდა, რაც ვენეციის კომისიამაც განსაზღვრა, რომ კანონის მიღების დროს არ იყო საკმარისი განხილვა და ინკლუზიურობა, ასევე პროცესში ჩართულნი არ იყვნენ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტმა კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღო. ამ ყველაფერს ვენეციის კომისიამ სამართლებრივი მხარეც დაამატა – კანონით მიყურადების ვადა ხანგრძლივდება, ასევე ადამიანმა საერთოდ შეიძლება, ვერ გაიგოს, რომ მას უსმენდნენ და ა.შ. როდესაც ვეტოს პარლამენტი განიხილავს, უფრო დეტალურად მაშინ ვისაუბრებთ. ეს არის მნიშვნელოვანი კანონი და უნდა შევთანხმდეთ, პრინციპულად რა სჭირდება ქვეყანას. ახლა ვეტოს დაძლევაზე და ხმების რაოდენობაზე არ უნდა იყოს საუბარი. რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ის, რომ უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის ზღვარი არ უნდა დაიკარგოს. პრეზიდენტმა ვეტოს უფლება სწორედ ამიტომ გამოიყენა. დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს კარგად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს“, – განაცხადა მსხილაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა