თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გია ვოლსკი - მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ში გამოცდილი დიპლომატი გვყავდეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული

ნახვები: 529 გია ვოლსკი - მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ში გამოცდილი დიპლომატი გვყავდეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ში გამოცდილი დიპლომატი გვყავდეს ისევე, როგორც კანადაში. რა შეიცვალა, არ ვიცი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მართებულად გადაწყდა.

„იმის ინტერესი, რომ ამ საკითხებზე ცხელი ურთიერთობების ფორმატი შევინარჩუნოთ, წარუმატებელია, რადგან ადრე თუ გვიან ეს საკითხი მართებულად გადაწყდა. რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე რომ ყოფილიყო მიღებული, უკეთესი იქნებოდა. კარგია, რომ ეს საკითხი საერთო შეთანხმებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე რაღაც ხისტი კომენტარი უნდა გავაკეთოთ. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ში გამოცდილი დიპლომატი გვყავდეს ისევე, როგორც კანადაში. რა შეიცვალა არ ვიცი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და ალბათ, გაანაწილეს სიტუაცია. ამ ანალიზის შედეგად ადმინისტრაცია სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, ეს არ არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, ეს არის იმის აუცილებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთოს, კონსტიტუციით თუ რა უფლებას ფლობს პრეზიდენტი, როცა საუბარი არ არის კონკრეტული კანონის შესრულებაზე და გადაწყვეტილება მისაღებია სიტყვიერი შეთანხმების დონეზე. თუ კონსტიტუციით გაწერილი არ არის, რომ პრეზიდენტმა დიპლომატის დანიშვნაზე ხელი აუცილებლად უნდა მოაწეროს, რომელსაც მთავრობა წარუდგენს, ამ შემთხვევაში არანაირ გაუგებრობა არ უნდა წარმოიშვას. ამის აუცილებლობა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა