კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ფაინენშალ თაიმსი“ - რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის სახელმწიფოები იმუქრებიან, თუ ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმზე ვერ შეთანხმდება, მათ შეზღუდვებს დამოუკიდებლად დაუწესებენ

ნახვები: 523 „ფაინენშალ თაიმსი“ - რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის სახელმწიფოები იმუქრებიან, თუ ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმზე ვერ შეთანხმდება, მათ შეზღუდვებს დამოუკიდებლად დაუწესებენ

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმუქრებიან, რომ თუ ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმზე ვერ შეთანხმდება, მაშინ ისინი დამოუკიდებლად დაუწესებენ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთმა, ფინეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განცხადება გააკეთეს, სადაც მოუწოდებენ ევროკავშირს, დააწესოს სავიზო შეზღუდვა, რომელიც ევროკავშირის და შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, განცხადებაზე ხელის მომწერი ხუთი ქვეყნის საზღვარი, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 700 ათასმა რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა. ისინი ამ ქვეყნებს ძირითადად ტურისტის სტატუსით სტუმრობენ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ხუთი ქვეყნის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ხუთივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ სავიზო შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს გამონაკლისი დისიდენტებისთვის და ჰუმანიტარული მიზნებისთვის.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და მივცეთ მათ შესაძლებლობა, დატოვონ რუსეთი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა