კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - ჩვენ არ წარვადგენთ სახალხო დამცველის კანდიდატურას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლება, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ადგილი ჰქონდეს საბოტაჟს კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით

ნახვები: 574 მამუკა მდინარაძე - ჩვენ არ წარვადგენთ სახალხო დამცველის კანდიდატურას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლება, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ადგილი ჰქონდეს საბოტაჟს კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით

საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებსა და სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევროკავშირის მე-12 რეკომენდაცია შეეხება სახალხო დამცველის არჩევის წესს, რეკომენდაციაში წერია, რომ უზუნველყოფილი უნდა იყოს სახალხო დამცველის ნომინირების პროცესი, უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პიროვნებას, პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

„ჩემი დაპირება იყო და გახსოვთ ალბათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბრიფინგი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო ოპოზიციას პირველ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი კანდიდატის წარდგენა, რომელიც თანაბრად იქნება მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის, შესაბამისად, ექნება მაღალი ლეგიტიმაცია. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს და გუშინ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მათი პოზიციების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ, შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი. ჩვენ ეს საკითხი გუნდის სხვა წევრებთან ერთად შევათანხმეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან და წინასწარვე შეგვიძლია, გითხრათ შეფასების წესთან დაკავშირებით:

1. ნებისმიერ პირს შეეძლება, შეიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე.

2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნება პროფესიული და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის სულ მცირე შვიდი კანდიდატურა, მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით. თუ პირს შეკრავენ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არც ერთ კანდიდატურას, რადგან პროცესი დაიბლოკოს, ევროკავშირის რეკომენდაციების პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით.

ჩვენ ასევე ვაპირებდით, დაგვერეგისტრირებინა ამ ცვლილებებთან ერთად მუდმივი ნორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ომბუდსმენის არჩევის კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, ლევან იოსელიანმა დაგვასწრო. მინდა, გითხრათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას. დღეს სამოქალაქო სექტორთან იყო მსჯელობა, ზოგადად თანამდებობეზე როცა აირჩევიან კონკრეტული ინსტიტუტის ხელმძღვანელები და სხვადასხვა თანამდებობის პირები, იქაც რამდენიმე შემთხვევაში არის ფარული კენჭისყრა, ამაზეც ხომ არ ვიმსჯელოთ. ამაზე ჩვენ დღეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მხოლოდ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მხარი დავუჭიროთ ღიაობას ამ კონკრეტულ საკითხზე ომბუდსმენის არჩევის კენჭისყრასთან დაკავშირებით, სხვა დანარჩენ თანამდებობის პირებთან მიმართებაში ჩვენ დამატებით ვისმჯელებთ, თუ იქნება არგუმენტები წარმოდგენილი, იქაც შეიძლება, ვიმსჯელოთ კენჭისყრის ღიაობაზე “, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა