ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სერგეი ლავროვი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს

ნახვები: 535 სერგეი ლავროვი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ, – ამის შესახებ მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისგან ობიექტურობას ელოდება.

„ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ობიექტური დასკვნები გააკეთოს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარის ქმედებები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გარშემო კატასტროფულ შედეგებს არ გამოიღებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა მარტში დაიკავეს. ბოლო კვირების განმავლობაში ფრონტის ხაზზე მდებარე სადგურის გარშემო ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა