ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა როგორც უნდათ, ისე დაარტყან

ნახვები: 469 პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა როგორც უნდათ, ისე დაარტყან

პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოსნაირ სამართლებრივ ქვეყნებში კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე დავა ჩვეულებრივი ამბავია და პრობლემა არ არის.

„პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან. ეს დავა მნიშვნელოვანი იქნება. დარწმუნებული არ ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური უფლებები არ აქვს ელჩების დანიშვნისას. პრეზიდენტს შეუძლია, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს და გადაწყვეტილება შინაგანი რწმენით მიიღოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა