Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ჰადას ესტერ მეიტცადს შეხვდა

ნახვები: 454 ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ჰადას ესტერ მეიტცადს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ჰადას ესტერ მეიტცადს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ისრაელის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

„შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური  და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.

ამ მხრივ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმდინარე წლის 30 მაისს ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და დაადასტურეს მზაობა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა