ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კალაძე „ტვ პირველთან“ სასამართლო დავაზე - სასამართლოს გზით თუ მივიღებ თანხას, მივმართავ იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ

ნახვები: 555 კახა კალაძე „ტვ პირველთან“ სასამართლო დავაზე - სასამართლოს გზით თუ მივიღებ თანხას, მივმართავ იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, მის მიერ დაწყებულ სამართლებრივ დავას გამოეხმაურა. მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ მედია კრიტიკით და არა ცილისწამებით უნდა იყოს დაკავებული.

კახა კალაძის თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას ის ქველმოქმედებას მოახმარს.

„ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ, ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. რაც ეთერში თქვა, იმის შესახებ კონკრეტულ ჟურნალისტს მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა. ჩემმა ადვოკატმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ. რაც შეეხება თანხას, თუ მას მივიღებთ, ის მიმართული იქნება ოჯახებისკენ, ადამიანებისკენ, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა