თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით ზალკალიანი - ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე

ნახვები: 339 დავით ზალკალიანი - ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე

ანტალიაში ორდღიანი საერთაშორისო დიპლომატიური ფორუმი იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში 50 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

მათივე ცნობით, ფორუმზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარმოადგენს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კავკასიის საკითხებისადმი მიძღვნილ პანელში.

დავით ზალკალიანი გეგმავს, ისაუბროს რეგიონში არსებულ ვითარებასა და ამ პროცესებში საქართველოს როლზე.

„ფორუმი უაღრესად წარმომადგენლობითია, 50 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ესწრება, მათ შორის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოც არის ერთ-ერთი სტუმარი ამ ფორუმის. მე წარმოვადგენ ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, რომელშიც მივიღებ მონაწილეობას, ძირითადი აქცენტები გაკეთდება რეგიონზე. სამხრეთ კავკასია დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იქნება ძირითადი ფოკუსის საგანი და ბუნებრივია, ყურადღებას გავამახვილებ იმ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში, ასევე ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე.

მოგეხსენებათ, როგორი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააღრმავოს საკუთარი როლი, მნიშვნელობა და ბუნებრივია, ამ თემებზე მექნება ყურადღება გამახვილებული.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც აქტუალური არის ჩვენთვის და როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად ჩართულობა ჩვენი კონფლიქტის მოწესრიგებასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ასევე რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მექნება, მათ შორის უკრაინელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე , რომელიც დავგეგმეთ 17 მაისს კიევში ვიზიტის დროს, კერძოდ „ასოცირებული ტრიოს" ფორმატში, უახლოეს სამოქმედო პერსპექტივებზე, ასევე კონფლიქტებთან მიმართებაში ერთობლივ კოორდინაციაზე. ასევე შეხვედრა მექნება გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი აქტორია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით და ბუნებრივია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია იქნება ჩვენი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა