თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციაში სდებს ბრალს

ნახვები: 612 რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციაში სდებს ბრალს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციაში სდებს ბრალს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულების ოკუპაციაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, როდესაც ამის დრო დადგება.

„თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია ჩვენ არ გვზღუდავს. როდესაც დადგება დრო, საათი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც „როიტერი“ წერს, მანამდე ერდოღანმა არაერთხელ დაადანაშაულა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებაში, რასაც ათენი უარყოფს, თუმცა ერდოღანს საბერძნეთი მანამდე ოკუპაციაში არ დაუდანაშაულებია.

საბერძნეთში უარყვეს თურქეთის ბრალდებები და განაცხადეს, რომ არ აყვებიან ანკარის განცხადებებს და მუქარებს.

„ჩვენ ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს პროვოკაციული განცხადების შინაარსს. რათა გახდეს ნათელი, ვინ ცდილობს დინამიტის დაყენებას ჩვენი ალიანსის ერთობისთვის ამ სახიფათო დროს“, – განაცხადეს ათენში.

ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. „როიტერის“ ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას გააგრძელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა