კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დანერგოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა

ნახვები: 299 კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დანერგოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა

მნიშვნელოვანია, რომ ახლა პარლამენტმა დანერგოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გუშინ წარმოადგინა - მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებული ვერსიის შესახებ, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი პლენარულ სესიამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს, სწორედ ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების კანონპროექტში ასახვისთვის გამოიყენებს.

„ვენეციის კომისია საპატივცემულო ორგანიზაციაა, რომელიც თავის სამუშაოს ძალიან სერიოზულად უდგება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო პროექტი ვენეციის კომისიას მიმოხილვისთვის გაუგზავნა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახლა პარლამენტმა დანერგოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ორგანიზაციამ გუშინ წარმოადგინა. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საკვანძო ასპექტები არ იყო შეტანილი კანონპროექტში და საჭიროებს შეტანას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი პლენარულ სესიამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს გამოიყენებს იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მიერ განსაზღვრული საკვანძო რეკომენდაციები ასახოს კანონპროექტში. ეს არის ის, რაც მოსახლეობას სჭირდება - როდესაც ოქტომბერში საარჩევნო უბნებზე მივლენ, უნდა დაინახონ, რომ მათი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ისე რომ, მათ ჰქონდეთ სრული რწმენა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით,"- განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, თუმცა რამდენიმე ელემენტი კვლავ გადასაწყვეტი რჩება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა