Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ყველა ჯერზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

ნახვები: 552 შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ყველა ჯერზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად ბანალური გახდა და წინასწარ განჭვრედადია, რომ ამაზე კომენტარების გაკეთება უკვე რთულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ  გადაწყვეტილება მიიღო კანდიდატთან დაკავშირებით და 12 რეკომენდაციაში პირველ რეკომენდაციად გაწერა  დეპოლარიზაცია, მეორე დღეს, 24 ივნისს საპროტესტო აქცია ჩატარდა, სადაც პარლამენტს ულტიმატუმი წამოუყენეს”.

“იმის ნაცვლად, რომ ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ გადაედგათ, პირიქით, პოლარიზაციისგაღრმავებისკენ და რადიკალიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი. ნიკა მელიას განცხადებაში რომელი წინადადება და აბზაცი გულისხმობს დეპოლარიზაციას? – ეს არის პირდაპირ რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში,  საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც პოლარიზაციას იწვევს. მთავარი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია და ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვებიან და ეს არის არაღიარება ხელისუფლების”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

“ამაზე სერიოზული აღარ არის კომენტარის გაკეთება, რადგან ბოლო ორი წელია, არჩევნებიახალი ჩატარებული იყო, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და შიგა და შიგ ეს მოთხოვნა სეზონის მიხედვით ისმის ხოლმე. სამწუხაროდ, ყველა ჯერზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს. მათ და მათ მოთხოვნას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. ამით მხოლოდ უფრო მარგინალიზდებიან და საზოგადოება მათ სახეს ხედავს. ამ შემთხვევაში, მათ სახეს საერთაშორისო საზოგადოებაც დაინახავს – ნაცვლად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვან საეტაპო ვითარებაში რადიკალიზაციის შემცირების მხარეს იყვნენ, პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებენ”, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა