მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ჩვენი ამოცანაა, საქართველოს და უკრაინის სწრაფი გაწევრიანების მომხრე კონგრესმენების, ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან ლობისტური ჯგუფის შექმნა

ნახვები: 390 ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ჩვენი ამოცანაა, საქართველოს და უკრაინის სწრაფი გაწევრიანების მომხრე კონგრესმენების, ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან ლობისტური ჯგუფის შექმნა

ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხის არარსებობამ ძალიან კარგად აჩვენა ის, რომ დეკლარაციების ფაზიდან უნდა გადავიდეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმის ფაზაზე. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევის გაერთიანება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ პოლიტიკოსების და ექსპერტების საჯარო დისკუსია მიმდინარეობს.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ნატო-ს სამიტის წინ ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ მიიღო ერთობლივი მიმართვა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თხოვნით, რაც მართლაც მისასალმებელი ნაბიჯია. თუმცა, სამიტის წინა დღეს მსგავს განცხადებებს არავინ აკეთებს, იმიტომ, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

„ამას ჰქონდა მხოლოდ დეკლარაციული განცხადების უკან მიდევნებული ლამპარის შინაარსი, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" და ეს შეიძლება ერთგვარი ათვლის წერტილად იქცეს ნატო-სთან დაახლოვების შემდგომი სტრატეგიის გზაზე. თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს ამ სამიტმა ძალიან კარგად აჩვენა ისევე, როგორც ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხის არარსებობამ, რომ დეკლარაციების ფაზიდან უნდა გადავიდეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმის ფაზაზე. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევის გაერთიანება. ერთობლივი საპარლამენტო მუშაობის კოორდინირება. მეტსაც გეტყვით, სწორედ ამ ორი ქვეყნის ინიციატივით უნდა შეიქმნას ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარების ერთგვარი ლობისტური ჯგუფი, ამგვარი დეპუტატები და კონგრესმენები არცთუ ცოტანი არიან. ჩვენ ამის მოწმე გავხდით ამერიკელი კონკრესმენების ძალიან ღია მოწოდებით, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევდიანდეს. ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს სწორედ საქართველოს და უკრაინის სწრაფი გაწევრიანების მომხრე კონგრესმენების, თუ ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების პარლამენტარებისგან ერთგვარი ლობისტური ჯგუფის შექმნა, რომელიც კოორდინირებულად იმუშავებს მათი ქვეყნების მთავრობებთან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით. ვფიქრობ, ეს არის პირველი რიგის და სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯი", - აცხადებს ლაგაზიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა