ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

არმაზ ახვლედიანი - ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება

ნახვები: 336 არმაზ ახვლედიანი - ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება

ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე არ გახდება პარტიის თავმჯდომარე, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი არმაზ ახვლედიანი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნოს, ირაკლი კობახიძემ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.

როგორც ახვლედიანი ამბობს, ღარიბაშვილისთვის წარმოუდგენელია ვინმე იყოს მისი ხელმძღვანელი გარდა ბიძინა ივანიშვილისა.

"ის ვერ აიტანს ვერც კობახიძეს და ვერც გახარიას იტანდა და ვერც ვერავის სხვას. შესაბამისად, ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, რომ ჩაიგდოს ხელში პარტიული თანამდებობა და იგრძნოს თავი გაცილებით კომფორტულად და დაცულად",- განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრაზე შესაძლოა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის საკითხი განიხილონ, მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი, საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა