Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ვიოლა ფონ კრამონი - მსოფლიო საუბრობს უკრაინაზე, მოლდოვაზე, თითქმის არავინ საუბრობს საქართველოზე, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს მისი 20 პროცენტი, ამიტომ კარგია, რომ აქ ვართ და ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაზე

ნახვები: 462 ვიოლა ფონ კრამონი - მსოფლიო საუბრობს უკრაინაზე, მოლდოვაზე, თითქმის არავინ საუბრობს საქართველოზე, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს მისი 20 პროცენტი, ამიტომ კარგია, რომ აქ ვართ და ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაზე

მსოფლიო საუბრობს უკრაინაზე, მოლდოვაზე, თითქმის არავინ საუბრობს საქართველოზე, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს მისი 20 პროცენტი, ამიტომ კარგია, რომ აქ ვართ და ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც მონაწილეობს თბილისში საერთაშირისო კონფერენციაში – „დიდება უკრაინას“.

„მსოფლიო საუბრობს უკრაინაზე, მოლდოვაზე და ევროკავშირის პრობლემებზე, მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს საქართველოზე და აქ არსებულ ვითარებაზე; ასევე იმაზე, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი 2008 წლიდან მოყოლებული. ამიტომ კარგია, რომ აქ დავბრუნდით; კარგია, რომ ვსაუბრობთ კოლეგებთან ერთად, ექსპერტებთან განსაკუთრებით, ასევე საქართველოში არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ არ ჩაერევა ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ამ ნაწილში.

„არ მსურს, ჩავერიო საშინაო პოლიტიკის ამ ნაწილში. ვფიქრობ, ეს არის, ასე რომ ვთქვათ, მმართველ პარტიაზე დამოკიდებული, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ერთად, რათა გადაწყვიტონ ეს საკითხი, ეს ჩემი საკითხი არ არის, რომ რამე შეფასება გავაკეთო“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას ფიქრობს დეოლიგარქიზაციაზე და ფიქრობს თუ არა, რომ ეს არის 12 შესასრულებელი რეკომენდაციის მთავარი საკითხი.

„პირველ რიგში, მსურს, ვთქვა, რომ საქართველოს აქვს, ასე რომ ვთქვათ, გეოგრაფიული პრობლემები და არ არის ევროპული კონტინენტის ნაწილი, თუმცა მიუხედავად ამისა, წარსულში საქართველო ყოველთვის ახდენდა იმის შესაძლებლობას, რომ დაერღვია ეს გეოგრაფიული დაშორება, რადგან იყო რეფორმები, პროგრესული პოლიტიკური კურსი, ხალხი ისწრაფვოდა დასავლეთისკენ, კანონის აღსრულება ხდებოდა ევროკავშირისა და დასავლეთის სტანდარტებით, იბრძოდით ჩვენთან ერთად ავღანეთში და ა.შ. იყო მკაფიო პოზიცია, თუ სად დგას საქართველო; ამიტომაც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველო არის ევროკავშირის ნაწილი. ახლა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, ეს მკაფიო აღარ არის. შიდა მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, მათ შორის, მედიის თავისუფლება, სხვადასხვა აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების დაკავება, თქვენი ყოფილი პრეზიდენტის, მიშა სააკაშვილის და სხვა. და ამას დამატებული, ვითარება, რაც თქვენ ახსენეთ, ერთი ადამიანის გავლენა, რომელიც არის უკიდურესად მდიდარი და რომელიც ფაქტობრივად მართავს ქვეყანას და ამასთან არ არის პოლიტიკოსი. ასე რომ, ეს არ არის ჯანსაღი დემოკრატიისთვის, თუ თქვენ გყავთ ბიზნეს პერსონები, რომლებიც არიან ისეთი მდიდრები, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი და გავლენას ახდენენ მთლიან სტრუქტურაზე. სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, ასე ვუწოდებთ ჩვენ ამას. ვფიქრობ, ეს არის კარგი ყველა ქვეყნისთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მოლდოვაშიც მსგავს პრობლემებს ვაწყდებით, ჩვენ გვსურს ამ ქვეყნის დეოლიგარქიზაცია და იგივეს გაკეთებაა საჭირო უკრაინაშიც, იქაც არის პრობლემები, მაგრამ უდავოდ, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა აქ. ამიტომაც არის ეს ნახსენები, არის ერთ-ერთი 12 პირობას შორის. ყველა, 12-ივე მოთხოვნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკითხიც უნდა იყოს მოგვარებული“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა