კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკა სეფაშვილი - საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს

ნახვები: 542 ეკა სეფაშვილი - საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს

საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვერ დავეთანხმები ოპოზიციის შეფასებებს და ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკურ პროცესები ნეგატიურად მიმდინარეობს. რეგიონში მიმდინარეობს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ძვრები, რომლებმაც გამოიწვია მთელი მსოფლიო ეკონომიკის რეცესია. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების და საერთაშორისო წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. რა თქმა უნდა, ინფლაციის მაჩვენებელი  მაღალია, თუმცა ეკონომიკის ზრდა, რაც საქართველოში ფიქსირდება, ექსპორტის ზრდა, რომელიც იანვარ-ივლისის მონაცემებით დაახლოებით 36%-ია, არის ის ქმედითი ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ძვრების მაჩვენებელია უმუშევრობის შემცირებაც.

„2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა 4 პროცენტით შემცირდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაახლოებით 36 ათასი ადამიანი დასაქმდა და გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხოვნებაც. ნუ ვიქნებით მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირებული, ის პოზიტიური ძვრები, რაც არსებობს საქართველოს ეკონომიკაში, ნამდვილად მიმართულია ინფლაციის გადალახვისა და სიღარიბის დაძლევისაკენ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა