ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ანა ბუჩუკური - ბორელის განცხადებები ჩვენს მიდგომას ემთხვევა, პოლარიზაციაზე პირველი პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებს“, თუმცა იმ პარტიებსაც, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობენ რადიკალიზაციას

ნახვები: 410 ანა ბუჩუკური - ბორელის განცხადებები ჩვენს მიდგომას ემთხვევა, პოლარიზაციაზე პირველი პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებს“, თუმცა იმ პარტიებსაც, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობენ რადიკალიზაციას

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციის ძირითადი წყარო „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ისეთ ეროვნულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის ევროინტეგრაცია, პოლიტიკური პარტიები ერთად დასხდნენ და სწორედ ამ გზავნილით გამოდიოდა პარტია „საქართველოსთვის“.

„საკითხი როცა ეხება პოლარიზაციას, ამ ქვეყანაში ამის ორი ძირითადი წყარო არსებობს – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა ეტაპზე ჩვენი გზავნილი იყო გაერთიანების თაობაზე. გაერთიანება იმას კი არ ნიშნავს, რომ უცებ, ყველა პარტიას ერთი და იმავე აზრი ჰქონდეს, ან ერთმანეთი შეგვიყვარდეს, მნიშვნელოვანია, ისეთ ეროვნულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური ინტერესები გადავდოთ და მაგიდასთან ერთად დავსხდეთ.

ჩვენი ამ პოზიციის გამო ოპოზიციის ნაწილი თავს გვესხმის ხოლმე, მაგრამ სწორედ ამ მიზნის გამო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩავერთეთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბორელის განცხადებები ჩვენს მიდგომას ერთი-ერთში ემთხვევა – პირველი პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნების“, თუმცა პასუხისმგებლობა აქვთ ასევე იმ პარტიებს, რომლებიც რადიკალიზაციას საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობენ“, – განუცხადა ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა