კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაკა ბოჭორიშვილი - კარგად უნდა გავაცნობიეროთ გზავნილი ბრიუსელიდან, რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა ევალება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს

ნახვები: 427 მაკა ბოჭორიშვილი - კარგად უნდა გავაცნობიეროთ გზავნილი ბრიუსელიდან, რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა ევალება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს

ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გუშინ ბრიუსელიდან მიღებული გზავნილი ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა ევალება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც სურს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო არის უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ეს არის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, გაემართა ეს შეხვედრა და მონაწილეობა მიეღო მასში. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ევროკავშირთან ურთიერთობაში რა არის აქტუალური საკითხი. ეს არის ახალი რეალობა, რომელშიც საქართველო იმყოფება ევროკავშირთან მიმართებით. ის პერსპექტივა, რომელიც გაჩნდა ივნისის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რაც ერთგვარად გზას უხსნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ცხადია, ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები შესასრულებელი. ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ ბევრი განცხადება, რეკომენდაცია მათი შესრულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ამ პროცესში ყველა პოლიტიკური წრის, ყველა პოლიტიკური კლასის მონაწილეობაში მნიშვნელობის ხაზგასმა. რა თქმა უნდა, რეკომდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პროცესში მმართველი გუნდის, ხელისუფლების პოზიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ გზავნილი, რაც ბრიუსელიდან გვაქვს. ეს არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა ევალება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც სურს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. სხვანაირად, რა თქმა უნდა, პროცესი, დაზიანდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა