კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთს რუსეთის მიმართ პროვოკაციაზე დამყარებულ პოლიტიკაში სდებს ბრალს

ნახვები: 582 რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთს რუსეთის მიმართ პროვოკაციაზე დამყარებულ პოლიტიკაში სდებს ბრალს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთს რუსეთის მიმართ პროვოკაციაზე დამყარებულ პოლიტიკაში სდებს ბრალს. თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ არ ვთვლი სწორად დასავლეთის მიდგომას, რადგან დასავლეთი მისდევს პროვოკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკას“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება.

„ვეტყვი მათ, ვინც სათანადოდ ვერ აფასებს რუსეთს, ამას არასწორად აკეთებთ. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის სათანადოდ არდაფასება შეიძლება“,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას დაბალანსებული პოლიტიკა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა