Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ირაკლი ქადაგიშვილი - მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებით უფლებამოსილებები არ იზრდება, მხოლოდ რეგულაციები იცვლება, რა შუაშია, მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი

ნახვები: 532 ირაკლი ქადაგიშვილი - მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებით უფლებამოსილებები არ იზრდება, მხოლოდ რეგულაციები იცვლება, რა შუაშია, მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია საელჩოს განცხადებაზე, სადაც ნათქვამია: „პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კანონით უფლებამოსილებები არ იზრდება, არამედ მხოლოდ რეგულაციები იცვლება.

„სულ მცირე კორექტული ფორმულირებაა საჭირო. ნათქვამია – მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღეს. დალოცვილებო, წაიკითხეთ რა, კანონები. რას ეხება ეს ცვლილება? – სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია, მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? უმაღლესი სტანდარტებით არის დარეგულირებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამნაშავეზე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ზოგადი განცხადებები აზიანებს ნორმალურ პროცესს. კანონით უფლებამოსილებები არ იზრდება. როგორი უფლებამოსილებაც იყო, ზუსტად იგივე რჩება, მხოლოდ რეგულაციები იცვლება, ოღონდ რა კუთხით, ნახეთ – იცვლება გამჟღავნების თარიღი, ფარული მიყურადების ხანგრძლივობა. როგორც რეგულირდებოდა, ისე რეგულირდება. ასევე საკმაოდ მძიმე მუხლები ემატება – ქურდული სამყარო, ტერორიზმი, ნარკოვაჭრობა, ძალადობა და ა.შ. რომელი მუხლია სუსტი? – არც ერთი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სირცხვილია, რომ მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებულ მოტივირებულ ვეტოს ერთი მოტივირებული შენიშვნა არ ახლავს. მისივე თქმით, ვეტოს დაძლევის წინ, კომიტეტში მოსმენაზე ცვლილებებთან დაკავშირებით ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ყოფილა მოყვანილი.

„ვეტოს დაძლევის წინ კომიტეტში მოსმენა იყო. ვინც ესწრებოდა, მათგან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც მოისმინეთ, სადაც წერია, რომ ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტს არღვევს? ან ადამიანის უფლებებს აუარესებს? ხომ შეიძლება, ზოგადი პოლიტიკური განცხადების უკან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც იყოს მოყვანილი? არის ანგარიჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობა. სირცხვილია, რომ კანონს ვეტო ეხება და მოტივირებულ ვეტოს ერთი მოტივირებული შენიშვნა არ ახლავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა