ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური და დაპირისპირებაა

ნახვები: 366 აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური და დაპირისპირებაა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური და დაპირისპირებაა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა, რომლებიც პლენარულ სხდომას ესწრებიან, სიტყვით გამოსვლის ნებართვა ითხოვეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ მათ განუცხადა, რომ რეგლამენტის თანახმად, კითხვის ცალკე დასმის საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა შეეძლოთ საკუთარი შეკითხვა ერთ-ერთი დეპუტატის დახმარებით გაეჟღერებინათ, რასაც თავის მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

საბოლოოდ, სოფელ ბობიყვათის მცხოვრებთა პრობლემის თაობაზე შეკითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს „ქართული ოცნების" წევრმა, ცოტნე ანანიძემ მიმართა, თუმცა სხდომა კვლავ ხმაურით მიმდინარეობს, რადგან დიალოგის ეს ფორმა ბობიყვათელებს არ აკმაყოფილებთ.

თავის მხრივ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ ზღვისპირა ზოლში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსახლეობას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. მისი თქმით, ტერიტორია საინვესტიციოდ მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები ქობულეთში, ზღვისპირა ზოლში მდებარე მიწების დაბრუნებას მოითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვათ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა