კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან დავითაშვილი - საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტების ვიზიტი და მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ

ნახვები: 476 ლევან დავითაშვილი - საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტების ვიზიტი და მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა.

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონსულტანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად შეხვედროდნენ და მოენახულებინათ წარმატებული პროექტები საქართველოში, რომელიც საერთაშორისო კომპანიების მიერ ხორციელდება.

„ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, უშუალოდ ჩვენგან მოესმინათ იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს. მათ შორის იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კუთხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტების ვიზიტი იქნება პოზიტიური, გავრცელდება როგორც ამერიკის, ევროპის, აზიის ქვეყნებში და ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტორს მოვიზიდავთ, რომელიც უშუალოდ ამ კონსულტანტებისგან მოისმენენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს უნიკალურ როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით გვაქვს. ეს არის როგორც ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ასე სხვა. ვფიქრობ, საერთაშორისო კონსულტანტების ვიზიტი საქართველოში და მათ მიერ აქ მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ მნიშვნელოვანმა ინვესტორებმა საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა